ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტარუხის განცხადებით, ოკუპანტებმა დნიპრორუდნის მერი, ევგენი მატვეევი გაიტაცეს. სტარუხმა ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა, რის შემდეგაც ინფორმაცია უკრაინულმა მედიამ Unian-მაც გაავრცელა.

"ომის დანაშაულები სისტემური ხდება. დნეპრორუდნის მერი ევგენი სერგეევიჩ მატვეევი გაიტაცეს", — წერს სტარუხი.

ოკუპანტებს გატაცებული ყავთ მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი. მოქმედი მერის გატაცების შემდეგ, რუსებმა მელიტოპოლში ახალი "მერი" დანიშნეს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში