მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე ქალაქში ოკუპანტების მიერ ჩამოგდებულ ბომბებსა და თავდასხმებს 2 187 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მათი ინფორმაციით, 18 დღის განმავლობაში რუსებმა ქალაქში 100-მდე ბომბი ჩამოაგდეს, მხოლოდ ბოლო 24 საათში 22-ზე მეტი.

"მარიუპოლის 400 000-ზე მეტი მოქალაქისთვის, რომლებიც ქალაქში არიან ბლოკირებულები, ციდან მოდის ყველაზე დიდი საფრთხე. ამიტომ, NATO-ს მიერ უკრაინის თავზე ცის დაკეტვა ან საჭირო თავდაცვითი სისტემების მიწოდება იქნება გამოსავალი, რასაც უკრაინაში ასობით უდანაშაულო ადამიანის გადარჩენა შეუძლია", — აღნიშნავენ საკრებულოში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში