პარტია მოქალაქეების ლიდერისა და პარლამენტის წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, უკრაინაში იმყოფება და მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში იბრძოლებს. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook-ზე წერს.

"არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, უკრაინაში. მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. მტერი უნდა დავამარცხოთ", — წერს ელისაშვილი.

უკრაინაში საბრძოლველად იმყოფება თავდაცვის ყოფილი მინისტრიც, ირაკლი ოქრუაშვილიც. დღეს, 13 მარტს ოქრუაშვილმა დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგითი გახდა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში