The New York Times-ის ცნობით, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობაში დახმარება და ომში მხარდაჭერა სთხოვა. ინფორმაციას მედია ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთმა, ასევე, ითხოვა დამატებითი ეკონომიკური დახმარება ჩინეთისგან, რათა ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოახერხოს.

NYT წერს, რომ წყაროებმა არ გაამხილეს დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა აღჭურვილობას ითხოვს მოსკოვი, მათ არაფერი უთქვამთ არც ჩინეთის რეაქციაზე.

ამის შესახებ წერს Financial Times-იც — მედიის ცნობით, აშშ პარტნიორების გაფრთხილებას აპირებს, რადგან არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ ჩინეთი, შესაძლოა, რუსეთისთვის დასახმარებლად ემზადებოდეს. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმითვე, არსებობს ნიშნები, რომ რუსეთს იარაღი ეწურება, რადგან უკრაინაში ომი უკვე მესამე კვირაა მიმდინარეობს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში