ჩვენს დელეგაციას აქვს კონკრეტული დავალება: ყველაფერი გააკეთონ, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს — ზელენსკი

ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დელეგაციების წარმომადგენლები ვიდეოფორმატში ყოველდღე საუბრობენ, ხოლო უკრაინის დელეგაციას აქვს კონკრეტული დავალება — ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს.
"ჩვენი დელეგაციების წარმომადგენლები ყოველდღე საუბრობენ ვიდეოფორმატში, ჩვენს დელეგაციას აქვს კონკრეტული დავალება: ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს. გასაგებია, რომ ეს რთული გზაა, მაგრამ საჭიროა.
და ჩვენი მიზანია მოლაპარაკებების ამ რთულ საქმეში უკრაინამ საჭირო შედეგი მიიღოს, რომ გარანტიები გვქონდეს — არა ისეთი, როგორც ბუდაპეშტით ან ჩვენს ცაზე, არამედ, რომელზეც უკრაინელები შეძლებენ თქვან "ეს გარანტიები მუშაობს'', — განაცხადა ზელენსკიმ ავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ზელენსკიმ, ასევე, განაცხადა, რომ ამერიკელი ჟურნალისტის გარდაცვალება რუსი სამხედროების გააზრებულმა თავდასხმამ გამოიწვია.
მისივე თქმით, ამუშავდა 10-ზე მეტი ჰუმანიტარული დერეფანი, კიევისა და ლუგანსკის ოლქში, რის საშუალებითაც ბოლო 24 საათში 5550 ადამიანი, ხოლო 6 დღეში 130-ზე მეტი. ზელენსკის თქმით, მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფანი დაიხურა.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები