დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ახალი ინიციატივა დააანონსა — მთავრობა თვეში 350 ფუნტს გამოუყოფს მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს შეიფარებენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანელი, რომელიც ამ ინიციატივაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, ყველასათვის საყვარელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩია.

ცოტა ხნის წინ ბრიტანული კინოდაჯილდოება BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე გამოჩენილ ბენედიქტს უკრაინის დროშის გულსაბნევი ეკეთა. მან სხვა ბრიტანელებთან ერთად უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობის მზაობა გამოთქვა.

"ჩვენ გულსაბნევის ტარებაზე მეტი უნდა გავაკეთოთ. ფული უნდა გადავრიცხოთ, პოლიტიკოსები ვაიძულოთ, რომ დაზარალებული ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფა გააგრძელონ. ყველამ ის უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. უამრავმა მოხალისემ გამოთქვა [უკრაინელი ლტოლვილების] მასპინძლობის სურვილი და იმედი მაქვს, მათ შორის მეც ვიქნები", — განაცხადა ბენედიქტმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბენედიქტმა უკრაინას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა. ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავის გახსნის შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში ბენედიქტმა გულშემატკივრებსა და საზოგადოებას სთხოვა, აქტიურ მოქმედებაზე გადასულიყვნენ და შესაბამის ორგანიზაციებსა და ლტოლვილებს დახმარებოდნენ. მსახიობმა ხალხს ურჩია, პოლიტიკოსების, ბანკებისა და სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებისთვის მოქმედებისკენ მოუწოდებინათ.

ბენედიქტ კამბერბეჩი სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე

ფოტო: Getty Images

ცოტა ხნის წინ მსახიობმა სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე სცენაზე გამოსვლისას უკრაინის დროშა გაშალა.

ამავე თემაზე: