კულტურის სამინისტროს განცხადებით, კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზად უწყება აუდიტის დასკვნას ასახელებს, რომლის მიხედვითაც ფინანსური რესურსის "კანონმდებლობათან შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები" გამოვლინდა.

"აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები, კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე დირექტორის უფლებამოსილებას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, კარლო სიხარულიძე შეასრულებს.