უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 90 ბავშვი დაიღუპა, 100 კი დაშავდა. დენისოვას თქმით, განადგურდა 2 500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 300-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება და 121 ჯანდაცვის ობიექტი.

ომბუდსმენი წერს, რომ მხოლოდ მარიუპოლში ომის შედეგად 2 187 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მისი თქმით, ქალაქი შეუჩერებლად იბომბება და მხოლოდ გუშინ იქ 22 ჭურვი ჩამოაგდეს რუსებმა, საერთო ჯამში კი იქ 100-მდე საჰაერო ბომბია ჩამოგდებული.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში