ევროკავშირი რუსეთს სანქციების მე-4 პაკეტს უწესებს. ევროპული საბჭოს საფრანგეთის დელეგაციის განცხადებით, სანქციები განხილულია პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში და მიმართულია იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისკენ, რომლებიც კავშირში არიან უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაში.

ევროპული საბჭოს საფრანგეთის დელეგაციის თქმით, სანქციები შეეხება რუსული ეკონომიკის გარკვეულ სექტორებს და ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში აისახება.

ამასთანავე, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელესკის სანქციების მე-4 პაკეტის შესახებ შეატყობინა და ევროკავშირმა უკრაინას გამოუყო €1.2 მილიარდი ევრო მაკროფინანსური დახმარების პაკეტი და 500 მილიონი ევრო ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში