რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თბილისში დაბრუნდა. ტელეკომპანია ელჩის დაბრუნების კადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ ის საცხოვრებელ რეზიდენციასთან ნახეს. დოლგოვს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. ზელენსკიმ თქვა, რომ ელჩის გაწვევის მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლა იყო.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ზელენსკის გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევაზე გაუმართლებელ და ალოგიკური უწოდა. მისი თქმით, უკრაინამ არ გაიწვია ელჩები სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ არ დააწესა სანქციები ან მოხალისეები არ გააგზავნა უკრაინაში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში