მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 200 მილიონი დოლარის დაფინანსებას გამოუყოფს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაფინანსება ხელს შეუწყობს აუცილებელ სოციალურ მომსახურებას. მათი თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ უკრაინისთვის მობილიზებული მხარდაჭერის ერთობლივი თანხა ახლა $925 მილიონზე მეტს შეადგენს.

მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ახლახანს გამოყოფილი 200 მილიონი დოლარი ემატება გასულ კვირას უკრაინისა და მისი ხალხისთვის მობილიზებულ 723 მილიონ დოლარს, საიდანაც 350 მილიონი დოლარი უკვე გადაეცა უკრაინას.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში