უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე 13 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის საოკუპაციო ძალების დანაკარგები ასეთია:

  • ტანკი — 404 ერთეული;
  • ჯავშანტექნიკა — 1 279 ერთეული;
  • საარტილერიო სისტემა — 150 ერთეული;
  • თვითმფრინავი — 81 ერთეული;
  • ვერტმფრენი — 95 ერთეული;
  • საავტომობილო ტექნიკა — 640 ერთეული;
  • გემები/ნავები — 3 ერთეული;
  • უპილოტო საფრენი აპარატები — 8 ერთეული.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში