უკრაინაში Fox News-ის ოპერატორი, პიერ ზაკრზევსკი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

ამასთან, არხის ჟურნალისტის ცნობით, ოპერატორი 14 ოქტომბერს კიევთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა. თავდასხმის დროს დაშავდა Fox News-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი.

გუშინ, 14 ოქტომბერს კიევთან ახლოს Fox News-ის ჟურნალისტი დაჭრეს. ინფორმაციას ტელეკომპანიამ გავრცელა და აღნიშნა, რომ დაშავებული კორესპონდენტი ჰოსპიტალიზებული იყო.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში