კრემლი აშშ-ის შემდეგ, სანქციებს უწესებს კანადასაც და პრემიერმინისტრს რუსეთში შესვლას უკრძალავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ასევე შეეხება კანადის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.

დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო ჩართვა ჰქონდა კანადაში — ის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და რუსეთის ომზე ისაუბრა. მან NATO-ს უკრაინის თავზე ცის დახურვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დღეს რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და სხვა ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, სიაში ასევე მოხვდნენ თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, ჰილარი კლინტონი, ჯეიკ სალივანი და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში