უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთთან ყოველგვარი ვაჭრობა უნდა შეწყდეს, რათა კრემლმა ბავშვების მკვლელობები ვეღარ დააფინანსოს. ზელენსკის თქმით, მსოფლიოში ყველამ მორალური პოზიცია უნდა დაიჭიროს, მათ შორის, სახელმწიფოებმა და კომპანიებმა.

"რუსეთთან ყოველგვარი ვაჭრობა უნდა შეწყდეს, რათა ჩვენი ბავშვების მკვლელობები ვეღარ დააფინანსონ. უკრაინელები მთელი მსოფლიოს გარშემო არიან — დაეკონტაქტეთ პოლიტიკოსებს, დაელაპარაკეთ ჟურნალისტებს, მოახდინეთ ზეწოლა ბიზნესზე, რომ რუსული ბაზარი დატოვონ. რათა მათ დოლარებსა და ევროებს არ იხდიდნენ ჩვენს სისხლში. რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ამ ომის საფასური ექსტრემალურად მტკივნეული უნდა იყოს.

ეს ზეწოლა არის ყველა უკრაინელის ამოცანა სახლშიც და გარეთ, ასევე, ჩვენი მეგობრებისა და ჩვენი ქვეყნის პარტნიორების. ყველამ მსოფლიოში უნდა დაიჭიროს მორალური პოზიცია. არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ კომპანიებმაც", — წერს ის Twitter-ზე.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში