პოლონეთის ვიცე-პრემიერის იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, საჭიროა უკრაინაში NATO-ს, ან უფრო ფართო საერთაშორისო კოალიციის მშვიდობისმყოფელთა მისია, რომელიც საკუთარი თავის დაცვასაც შეძლებს. ამის შესახებ მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ვფიქრობ, აუცილებელია სამშვიდობო მისია — ნატო, შესაძლოა, უფრო ფართო საერთაშორისო სტრუქტურა. მისია, რომელიც შეძლებს თავის დაცვას, რომელიც იმოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე", — თქვა მან.

პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის ლიდერები კიევში გუშინ, 15 მარტს ჩავიდნენ. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ შმიგალს შეხვდნენ.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში