ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომლითაც სენატი რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას და პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს. როგორც Reuters წერს კონგრესმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, რაც კონგრესისთვის იშვიათი მოვლენაა.

რეზოლუცია ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ პუტინის, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების და სამხედრო მეთაურების სავარაუდო დანაშაული.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და ომის დანაშაულის გამო 38-მა ქვეყანამ უკვე მიმართა, მათ შორისაა საქართველოც.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში