გინებას და დამამცირებელ შეტყობინებებს მიგზავნიან არა მხოლოდ მე, ჩემს მხარდამჭერებსაც — ბაირამოვა
მარნეულელი აქტივისტის, სამირა ბაირამოვას განცხადებით, ალტ-ინფოს ოფისზე ბანერების შეღებვის შემდეგ მუქარას არამხოლოდ ის, არამედ მისი მხარდამჭერებიც იღებენ. ბაირამოვა On.ge-სთან ამბობს, რომ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ შეტყობინებებს უგზავნიან იმ ადამიანებს, ვინც ადგილობრივ დონეზე საჯაროდ მხარს უჭერს მას. აქტივისტი ამბობს, რომ რეალურ საფრთხეს ხედავს.
"ვიცი, რომ ესენი არიან ნამდვილად ძალიან საშიში და ბნელი ადამიანები და ძალიან რეალურ საფრთხეს ვხედავ არა მარტო ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საჯაროდ მხარს მიჭერს და მზად არიან თანამშრომლობისთვის. ასევე, იგივე შეტყობინება და გინება და ლანძღვა არის ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართაც, ვინც წერენ ნიუსებს და ასევე, რადიო მარნეულის საიტზე ძალიან ბევრი მსგავსი შეტყობინება და კომენტარებია", — ამბობს ის.
აქტივისტი აღნიშნავს, რომ ახლა ალტ-ინფოს წევრები, რომლებიც, აქამდე ასევე ძალადობრივ, პრორუსულ და ჰომოფობიურ ქართულ მარშში იყვნენ, მის მიმართ საფრთხისშემცველ ქმედებებს ადრეც ახორციელებდნენ.
"ჩვენ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. შორიდან მითვალთვალებდნენ, ხან მაშინებდნენ, ხან მაგინებდნენ. ცდილობდნენ ფიზიკური ზიანის მოყენებას, გაჩერებასთან რომ ვიყავი და მანქანებით ვითომ რომ უნდოდათ შემჯახებოდნენ და ა.შ. ასეთ ქმედებებს ახორციელებდნენ", — თქვა მან.
სამირამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი მუქარიდან მალევე მიმართა. აქტივისტი ამბობს, რომ გამოძიების იმედი დიდად არ აქვს, რადგან წარსულში მსგავს შემთხვევებზე საგამოძიებო უწყებას სათანადო ან საერთოდ არ ჰქონია რეაგირება.
"დღემდე არაერთი ყოფილა მსგავსი მუქარა, წერილობით ან ტელეფონით ან შეტყობინებით და შესაბამისად, ადრე ხშირად მიმიმართავს პოლიციისთვის, რამდენჯერ მომივიდა პასუხი, რომ აქ ვერ ხედავენ დანაშაულებრივ ნიშნებს და შეწყდა გამოძიება. და ზოგ ჩემს განცხადებაზე საერთოდ პასუხი არ მომწერეს, ამიტომ დიდად იმედი არ მაქვს. მე მაინც ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, შევიტანე პოლიციაში და იქნებ ახლა რაღაც ეფექტი ჰქონდეს", — გვითხრა მან.
ამ საქმეზე სამირა უკვე დაკითხეს, შსს-მ კი გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.
აღსანიშნია, რომ სამირას წინააღმდეგ სარჩელი ძალადობრივი ჯგუფის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა, ჯონი ქოჩქიანმაც შეიტანა და ოფისის დაზიანებისთვის "ზარალის" ანაზღაურებას მოითხოვა. "ზიანი" სამირას მიერ უკრაინისა და ევროკავშირის დროშის ფერებში შეღებილი ბანერებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ გვპასუხობენ, დაიწყო თუ არა გამოძიება ქოჩქიანის საჩივრის საფუძველზე, თუმცა სამირამ აღნიშნა, რომ უწყებამ საქმე აღძრა, მაგრამ მან საჩივრის ოქმს ხელი არ მოაწერა.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები