უკრაინის რადას დეპუტატი, სერგეი ტარუტა აცხადებს, რომ მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო და ხალხი ცოხალი გამოყავთ. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე დაწერა.

"ომის 22-ე დღის დილით, გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ, საბოლოოდ კარგი ამბავი მარიუპოლიდან! ბომბსაცავმა გაუძლო, ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს, ხალხი გამოდის ცოცხალი", — წერს ის.

გუშინ, 16 მარტს მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა დრამატული თეატრი დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. BBC-იმ მარიუპოლის მერის მოადგილეზე დაყრდნობით დაწერა, რომ შენობაში 1000-დან 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

Reuters-ის ინფორმაციით, 14 მარტს გადაღებულ Maxar-ის სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ მარიუპოლის თეატრთან დიდი ასოებით რუსულად ეწერა ბავშვები.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში