უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ვლადიმერ პუტინს ხვალაც კი შევხდეს.

"პრეზიდენტი ზელენსკი ამ შეხვედრისთვის მზად არის. მისი პოზიცია მკაფიოა. ყველა საკითხზე ჩამოყალიბებულია და უკრაინა მზადაა ამ საუბრისთვის", — ამბობს ის უკრაინსკა პრავდასთან.

მინისტრმა, ასევე, განმარტა, რომ შეხვედრებზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც მხარეები დამოუკიდებლად ვერ გადაჭრიან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში