11 წლის ბიჭი, რომელიც უკრაინიდან სლოვაკეთში მარტო ჩავიდა, დედას შეხვდა
24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში უსაფრთხო თავშესაფრის მოსაძებნად ქვეყანა მილიონობით უკრაინელმა დატოვა. მათ შორის 11 წლის ჰასანიცაა, რომელიც უკრაინიდან სლოვაკეთში სრულიად მარტო ჩავიდა და "ღამის უდიდესი გმირის" წოდებაც დაიმსახურა.
სლოვაკეთში ჩასვლისას ჰასანს თან მხოლოდ ზურგჩანთა, პარკი და პასპორტი ჰქონდა, ხელზე კი ტელეფონის ნომერი ეწერა. ჰასანის დედამ წამოსვლა ვერ შეძლო, რადგან ლოგინად ჩავარდნილ ჰასანის ბებიას ოკუპანტებთან მარტო ვერ დატოვებდა. ამის გამო ქალმა გადაწყვიტა, 11 წლის შვილი სლოვაკეთში მარტო გამოეშვა, რათა იქ ჰასანს თავისი და-ძმა ეპოვა და მათთან ერთად უსაფრთხოდ ყოფილიყო.
11 წლის ჰასანს დროებით სლოვაკეთში მყოფი მოხალისეები უვლიდნენ, შემდეგ ბავშვის ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომრით მისი ნათესავები იპოვეს და ჰასანი და-ძმასაც შეხვდა. მისი უფროსი დები და ძმა ჰასანზე ყველაზე მეტად ღელავდნენ, რადგან ის დედმამიშვილებს შორის ყველაზე პატარაა. საბედნიეროდ, ცოტა ხნის წინ უკრაინიდან ჰასანის დედა, ბებია და პატარა ცუგაც ჩამოვიდნენ და ახლა მთელი ოჯახი ერთადაა.
სლოვაკეთის პოლიციის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ჰასანის ოჯახი ომს გამოექცა. ისინი უკრაინაში სირიიდან ჩავიდნენ. სამწუხაროდ, ომს ჰასანის მამა შეეწირა.
"ოჯახი კვლავ ერთადაა. მათ ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ ამჯერად ომმა მათი ოჯახის წევრი არ წაიყვანა. ისინი ერთად არიან და ახლა მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი", — ვკითხულობთ პოლიციის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
წუხანდელი ღამის მთავარი გმირია — 11 წლის უკრაინელი ბიჭი სლოვაკეთში მარტო ჩავიდა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები