ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, 18 მარტის დილით ოკუპანტებმა ლვოვზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. მისი თქმით, შავი ზღვიდან 6 რაკეტა ისროლეს, რომლისგანაც 2 მოხვდა ლვოვის სახელმწიფო თვითმფრინავების სარემონტო ქარხანას, 2 კი ჩამოაგდეს.

აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია 1 ადამიანი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

"მივმართავ ბიზნესის ლიდერებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და სოციალური ქსელების აქტიურ მომხმარებლებს — როდესაც აქვეყნებთ ფოტოებს, ვიდეოებს ან კომენტარებს, სანამ ამას ოფიციალური წყაროები გააკეთებენ, მტრის ინფორმატორი ხდებით. ჩვენი საინფორმაციო ფრონტი ჩვენთვის უნდა მუშაობდეს და არა ოკუპანტისათვის", — ამბობს კოზიცკი.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში