მიხაილ პოდოლიაკი და რუსლან სტეფანჩუკი რუსეთის მოქალაქეებზე ოლაფ შოლცის განცხადებას აკრიტიკებენ. გერმანიის კანცლერმა Twitter-ზე დაწერა, რომ "ეს პუტინის ომია და მხოლოდ ის არის პასუხისმგებებლი ამაზე". რასაც რადას თავმჯდომარე და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა მხარს უჭერს ამ ომს.

"ანუ რუსები ამ ომში არ არიან ჩართული? თუნდაც 80% მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას? რუსი სამხედროებიც არ არიან დამნაშავეები? რადგან ისინი უბრალოდ ასრულებენ მის ბრძანებებს? დამნაშავე იყო ყველა, ვინც ასე იმართლებდა თავს ნიურნბერგის სასამართლო პროცესებში", — წერს სტეფანჩუკი.

შოლცმა თქვა, რომ აბსოლიტურად მიუღებელია როდესაც რუსეთის მოქალაქეს შეურაცხყოფას აყენებენ, რადგა "ეს პუტინის ომია".

შოლცის ამ ტვიტს გამოეხმაურა პოდოლიაკიც და თქვა, რომ გერმანიის კანცლერი თავისი მერყეობის გასამართლებლად ცდილობს, გავმიჯნოთ რუსები და პუტინი.

"კანცლერი ოლაფ შოლცი ცდილობს, რომ თავისი მერყეობა გაამართლოს და გვთავაზობს, გავმიჯნოთ რიგითი რუსები და პუტინი (როგორც ომის ავტორი). ევროპაში ეს შეიძლება, ცრუ ტენდენციად იქცეს, რადგან რუსების 71% მხარს უჭერს ომს და უკრაინელების მასობრივ მკვლელობებს. იქონიეთ ეს მხედველობაში", — წერს ის.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში