რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი პროპაგანდისტულ Russia Today-სთან ინტერვიუში მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას აჟღერებს. მისი თქმით, ნებისმიერი იარაღის ტვირთი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შევა რუსი ჯარისკაცებისთვის სამიზნე გახდება. ლავროვის ინტერვიუდან ციტატას მორიგი პროპაგანდისტული მედია რია ავრცელებს.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე და რომელზეც ჩავთვლით, რომ გადააქვს იარაღი, ჩვენი კანონიერი სამიზნე გახდება. ეს სავსებით გასაგებია", — თქვა მინისტრმა.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი არ დაუშვებს კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის S-300-ის მიწოდებას.

"პრაგმატული მიზეზებიდან გამომდინარე, ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ სთხოვონ NATO-ს წევრებს, რომლებიც საბჭოთა წარმოების სისტემებს ფლობენ, რადგან ისინი მათ დაიცავენ. მინდა შევახსენო ყველა ქვეყანას, რომელმაც შესაძლოა, განიხილოს ეს ინიციატივა, რომ საბჭოთა წარმოების სისტემები, ისევე, როგორც რუსული წარმოების სისტემები იქ იმყოფება მთავრობათაშორისის შეთანხმებისა და კონტრაქტების მიხედვით, რომელთაც აქვთ მფლობელის სერთიფიკატი და ეს სერთიფიკატი არ აძლევს მათი გაოყენების უფლებას მესამე ქვეყანაში", — ამტკიცებს ლავროვი.

16 მარტს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სლოვაკეთი თანახმაა, უკრაინაში საბჭოთა პერიოდის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაგზავნოს. ორ წყაროზე დაყრდნობით მედია აცხადებს, რომ სლოვაკეთი, სამიდან ერთ-ერთი NATO-ს მოკავშირე, რომელსაც S-300 რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა აქვს, სურს გარანტიები სისტების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.