"ოცნების" 3 მიზეზი, რატომ ამბობენ უარს ზელენსკის პარლამენტში ჩართვაზე
ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ დაასახელა 3 მიზეზი, რომლის გამოც უარს ამბობენ ზელენსკის პარლამენტში ჩართავზე.
- მისი თქმით, ეს უხერხულობას ქმნის, როდესაც უკრაინის ელჩი გაწვეულია;
- როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა ოპოზიციის არცერთ ინიციატივას არ შეხედოს სერიოზულად;
- მდინარაძე ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ორ მთავრობას შორის.
"უხერხულობა"
მდინარაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს არსებული "უხერხულობა", როცა მსგავს ინიციატივას აყენებს. იქვე აცხადებს, რომ "როდესაც დემარშია ერთი მხრიდან და მეორეს მხრივ აყენებ [ინიციატივას], ეს სერიოზული უხერხულობა უნდა გაითვალისწინოს ყველამ". მმართველი გუნდის ლიდერი არ აკონკრეტებს, ვისი მხრიდანაა დემარში.
"არის ძალიან სერიოზული უხერხულობა, რომელსაც ხანდახან ფორმალურს უწოდებენ, ხანდახან პრაქტიკულს და რეალურს. უკრაინას, სამწუხაროდ, და მის ხელისუფლებას დღეს გაწვეული ყავს საქართველოდან ელჩი და ეს უხერხულობა ასეთი საკითხების დაყენების დროს, ალბათ უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ საკუთარ ქვეყანას მსგავსი უხერხულობები არ შეუქმნას", — ამბობს მდინარაძე.
იქვე დეპუტატი აღნიშნავს, რომ განმარტებებეს არ სთხოვენ არავის, მხარს უჭერენ უკრაინას პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად და "არ აიძულებენ" ომში მყოფი ქვეყნის ადმინისტრაციას განმარტებები აკეთოს ელჩის გაწვევაზე.
ჟურნალისტმა მას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის შესახებასც დაუსვა კთხვა, რაზეც მდინარაძემ თქვა, რომ ესეც "უხერხულობის" ნაწილია.
"ოპოზიციის ბინძური და მოღალატეობრივი კამპანია"
როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, ნაციონალური მოძრაობისა და "მისი დანაყოფების" ინიციატივას მმართველ პარტიაში სერიოზულად არ უყურებენ. მდინარაძის აზრით, ოპოზიციის ინიციატივები ფილტრის ქვეშ უნდა გადიოდეს.
"ნაცმოძრაობის და მისი დანაყოფების რომელიმე ინიციატივა ოდნავ სერიოზულად მაინც რომ განვიხილოთ, დავანებოთ ინიციატივის შინაარსს ამ შემთხვევაში თავი, მათ ბოდიში უნდ ამოიხადონ იმ ჰიბრიდული ომისათვის იმ ბინძური და მოღალატეობრივი კამპანიისათვის, რაც აქამდე აწარმოეს. უნდა მიხვდნენ, რომ ბევრი მათი ე.წ. ნარატივი აზიანებს საქართველოს ინტერესებს და არა, როგორც მათ გონიათ, მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს", — აცხადებს ის.
"ამ საკითხს მათ დალაგებულს ვერ განვიხილავთ"
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილებები ოპოზიციასა და რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებას შორის არ გვარდება და იქვეე დაამატა, რომ ასეთი საკითხები უნდა შეთანხმდეს 2 ქვეყნის ხელისუფლებებს შორის, დახურულ კარს მიღმა.
"ხატია დეკანოიძეს პირადი კონტაქტები, რაშიდაც აქვს უკვე გამოყენებული, უფრო სწორად, ნაცმოძრაობას პირადი კონტაქტები უკრაინაში და გავლენები რაშიდაც აქვთ გამოყენებული, ეს უკვე გაშიფრულია და ახლა ვითომ კეთილშობილური მიზნებისთვის გამოყენება პიარ და პოპულისტურ სვლებს თავი დაანებონ გაითვიცნობიერონ და გაათვიცნობიერონ, რომ ასეთი საკითხები გვარდება 2 ქვეყნის ხელისუფლებას შორის. ბუნებრივია ამ საკითხს მათ დალაგებულს ვერ განვიხილავთ", — თქვა მდინარაძემ.
ამ მიზეზების ჩამოთვლის შემდეგ, ჟურნალისტმა დეპუტატს ჰკითხა, თუ ელჩი დაბრუნდება თავის პოზიციაზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი ზელენსკის მიმართვაზე. მდინარაძემ პირდაპირ არ უპასუხა და თქვა, რომ მან არა 1, არამედ 3 მიზეზი დაასახელა.
"არ დგას ეს საკითხი დღეს დღის წესრიგში. თუ საჭიროება იქნება, თუ რაღაცა ეროვნული ინტერესი იქნება ამისი... არაფერი ამის იქით მე არ წავალ. იმიტომ ვსაუბრობ დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებზე, თუ ასეთი როდესმე დადგება და აუცილებლობა იქნება, მაშინ ვილაპარაკოთ, ეს არ არის ოპოზიციის დასაყენებელი საკითხი", — უთხრა მან ჟურნალისტებს.
მანვე აღნიშნა, რომ ის ქვეყნები სადაც ზელენსკის მოუსმინეს, ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან, საქართველოს 20% კი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მან მოუწოდა და ურჩია ჟურნალისტებს, რომ ეს კონტექსტი არ დაავიწყდეთ.
გუშინ, 17 მარტს პარტია ლელო ინიციატივით გამოვიდა, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის მოიწვიონ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. დეპუტატ სალომე სამადაშვილის თქმით, ეს იქნებოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის და იმის საჩვენებლად, თუ სად დგას საქართველო.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით კი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში ჩაერთოს და ქართულ საზოგადოებას მიმართოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის სურვილი, ზელენსკიმ პარლამენტს მიმართოს, ისტერიად შეაფასა, თუმცა ოპოზიციამ უკვე ოფიციალურად გააფორმა ეს ინიციატივა და მას შესაბამისი წერილით მიმართა.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები