კონცერტზე ბიბლიის ციტატით ომის გასამართლებლად გამოსულ პუტინს $14-ათასიანი ქურთუკი ეცვა
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 3 კვირაზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ასობით უკრაინელი, მათ შორის, ასზე მეტი ბავშვი დაიღუპა, მილიონობით მცხოვრებმა კი საკუთარი სახლი დაკარგა. ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული უამრავი სანქციის შედეგმაც არ დააყოვნა — Bloomberg-ის ცნობით, სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან ორ კვირაში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი $30 მილიარდზე მეტით შემცირდა.
თუმცა, სანქციების შედეგები თუ ვინმემ იწვნია საკუთარ თავზე, ყველაზე ნაკლებად — ალბათ მთავრობასთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქებმა. ქვეყნის ეკონომიკაზე მიყენებული დარტყმით აღელვებული არც პუტინი ჩანდა, როცა 18 მარტს, ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ მასშტაბურ კონცერტზე გამოჩნდა და თავისი ომის გამართლება წმინდა წერილის ციტატის მოხმობით სცადა.
თუ ვინმე პუტინის "შთამაგონებელი" სიტყვით გულაჩუყებული არ დარჩა, მან ტელეგრამს მიაშურა და პრეზიდენტის ქურთუკის ფასით დაინტერესდა.
საქმე ისაა, რომ კონცერტზე გამოსვლისას პუტინს Loro Piana-ის ქურთუკი ეცვა, რომლის ღირებულებაც ონლაინმაღაზიის მონაცემებით, მილიონ-ნახევარ რუსულ რუბლს (დაახლოებით, $14 ათასს) აღწევს.
ქურთუკი პუტინის საყვარელ იტალიურ ბრენდად მიჩნეული Loro Piana-ის 2021/2022 წლების ახალი კოლექციიდანაა. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი ომის გასამართლებელი ციტატების ძებნით ისე იყო გართული, ის ამბავიც გამორჩენია, Loro Piana რომ ღიად უჭერს უკრაინას მხარს და მეტიც — პუტინის აგრესიის მსხვერპლი ქვეყნის დასახმარებლად 5 მილიონი ევრო გადარიცხა.
აღსანიშნავია, რომ Loro Piana-ს უკრაინაში 150 თანამშრომელი ჰყავს და ბრენდმა ომის დაწყებიდან მალევე თავისი პოზიცია ღიად დააფიქსირა ინსტაგრამგვერდზე გამოქვეყნებულ სთორიში.
დაკარგული მილიარდების ფონზე მილიონიანი ქურთუკის ჩაცმის გამო კი გაკიცხეს პუტინი, მაგრამ კრემლის პოლიტიკის აქტიურმა მხარდამჭერებმა მოსკოვში გამართულ კონცერტზე საქებარი სიტყვები მაინც არ დაიშურეს. მარგარიტა სიმონიანთან და მარია ზახაროვასთან ერთად, ღონისძიებას არც თინა კანდელაკი გამოკლებია და სტადიონზე შეკრებილებს ომახიანად შესძახა, "რუსეთს ვერ დააჩოქებენო".
დაუჩოქებელი რუსეთის პრეზიდენტის ახალი ქურთუკის რიგიანად შეთვალიერება კი ტელემაყურებლებმა მაინც ვერ შეძლეს — პუტინის შუა გამოსვლის დროს ტრანსლაცია გაწყდა და კონცერტით გაგრძელდა.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები