უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაიოლო პოდოლიაკის განცხადებით, მათი პოზიცია მოლაპარაკებებში უცვლელია — ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.

"მოლაპარაკების სტატუსი. რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათი მოთხოვნილი პოზიციებია. ყველა განცხადება მიზნად ისახავს, მათ შორის, მედიაში დაძაბულობის პროვოცირებას. ჩვენი პოზიციები უცვლელია. ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები კონკრეტული ფორმულებით", — ამბობს პოდოლიაკი.

რუსეთი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესია. როგორც BBC წერს, რუსული მხარე ამბობს, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხზე პოზიციები ძალიან ახლოსაა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი ამტკიცებს იმასაც, რომ პოზიციები დაახლოებულია NATO-ში არშესვლასთან დაკავშირებითაც.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების 3 რაუნდი ბელარუსში გაიმართა. ახლა კი მოლაპარაკებები ყოველდღიურად ონლაინ რეჟიმში იმართება.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში