საბერძნეთი მზადაა მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფო აღადგინოს. ამის შესახებ Twitter-ზე პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა დაწერა.

"საბერძნეთი მზადაა აღადგინოს სამშობიარო საავადმყოფო მარიუპოლში, უკრაინაში ბერძნული უმცირესობის ცენტრი, ქალაქი, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია და ომის ბარბაროსობის სიმბოლოა", — წერს ის.

9 მარტს რუსულმა სამხედრო ძალებმა მარიუპოლში სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს.

მანამდე იტალიამ თქვა, რომ მზადაა, მარიუპოლის თეატრი აღადგინონ. იტალიის კულტურის მინისტრის თქმით, ყველა ქვეყნის თეატრი კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობას ეკუთვნის.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში