უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში, დაბომბილი თეატრის ნანგრევებიდან130 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, თუმცა მისივე თქმით, ასობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშაა. როგორც CNN ზელენსკიზე დაყრდნობით წერს, ადგილზე სამაშველო სამუშაოები სირთულის მიუხედავად გრძელდება.

გადარჩენილ 130 ადამიანზე საუბრობს უკრაინის ომბუდსმენიც ლუდმილა დენისოვაც, მისივე თქმით, ნანგრევებში რჩებიან ადამიანები და გრძელდება სამუშაოებიც. როგორც Reuters წერს შენობაში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ზელენსკი აფრთხილებს დასავლერ ლიდერებს, რომ ისინი მორალურად დამარცდებიან, თუ უკრაინას საჭირო იარაღს არ მიაწვდიან.

"ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სარაკეტო თავდაცვა. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მოიერიშე თვითმფრინავები. [...] კიდევ უფრო ხმამაღლა მოვუწოდებთ ზოგიერთ დასავლელ ლიდერს და შევახსენებთ, რომ ეს იქნება მათი მორალური დამარცხება, თუ უკრაინა არ მიიღებს იარაღს, რომელიც გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს", —თქვა ზელენსკიმ.

16 მარტს მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა დრამატული თეატრი დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. BBC მარიუპოლის მერის მოადგილეზე დაყრდნობით წერდა, რომ შენობაში 1000-დან 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.

იტალიის კულტურის მინისტრის განცხადებით, მზად არიან, რომ მარიუპოლის თეატრი აღადგინონ. მისი თქმით, ყველა ქვეყნის თეატრი კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობას ეკუთვნის.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში