ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბიჟენში დაბომბვისას საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.

როგორც უწყება წერს, ნანგრევებიდან სიცოცხლის ნიშნების გარეშე ამოიყვანეს ორი ბავშვი, მაშველებმა გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათივე ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი ქალი და ბავშვი იპოვეს. ქალი დაიღუპა, ბავშვის მდგომარეობა კი სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

დილით პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 112 ბავშვი დაიღუპა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში