მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში მარიუპოლის რამდენიმე ათასი მცხოვრები რუსეთში იძულებით გადაიყვანეს. მათი ინფორმაციით, ოკუპანტებმა მოქალაქეები ფილტრაციის ბანაკებში გადაიყვანეს, სადაც ტელეფონები და საბუთები შეუმოწმეს, რის შემდეგაც ზოგიერთი გადამისამართდა რუსეთის შორეულ ქალაქებში, დანარჩენის ბედი უცნობია.

"ოკუპანტებმა ლევობერეჟნის რაიონიდან და სპორტული კლუბის შენობის საწყობებიდან უკანონოდ გამოიყვანეს ხალხი, სადაც ათასზე მეტი ადამიანი (ძირითადად ქალები და ბავშვები) იმალებოდა მუდმივი დაბომბვისგან. ამ ადგილებში ბრძოლები მიმდინარეობდა. მარიუპოლის მაცხოვრებლების სიცოცხლის გადასარჩენად უკრაინის შეიარაღებული ძალები ხალხმრავალ ადგილებს მოშორდნენ, რას აგრესორიმა მხარემ გამოიყენა. ცნობილია, რომ მარიუპოლის დატყვევებული მაცხოვრებლები გადაიყვანეს ფილტრაციის ბანაკებში", — აცხადებს საკრებულო.

მარიუპოლის მერმა ეს საქციელი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ქცევას შეადარა.

"ძნელი წარმოსადგენია, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები იძულებით გადაჰყავთ სხვა ქვეყანაში. რუსეთის ჯარებმა არამარტო გაანადგურეს ჩვენი მშვიდობიანი მარიუპოლი, ისინი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და დაიწყეს მარიუპოლის მაცხოვრებლების გაყვანა. რუსეთის მიერ ჩადენილი ყველა სამხედრო დანაშაული უნდა დაისაჯოს ყველაზე მკაცრი სასჯელით", — განაცხადა მან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში