უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობას უჩერებენ. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე მიიღო.

საქმიანობა შეუჩერდება შემდეგ პარტიებს: ოპოზიციური პლატფორმა — სიცოცხლისთვის, პარტია შარია, ჩვენები, ოპოზიციური ბლოკი, მემარცხენე ოპოზიცია, მემარცხენე ძალების კავშირი, სახელმწიფო, უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია, უკრაინის სოციალისტური პარტია, პარტია სოციალისტები, ვლადიმერ სალდოს ბლოკი.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში