ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ, ხოლო რუსეთისთვის ალუმინის ექსპორტს შეზღუდავენ.

სამხედრო დახმარების პაკეტში შედის 15,3 მილიონი დოლარის თავდაცვითი დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. პრემიერმინისტრის თქმით, ეს მოიცავს საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას. ასევე, კიევის მოთხოვნის შემდეგ ავსტრალიის მთავრობა უკრაინას მინიმუმ 70 000 ტონა თერმულ ნახშირს მიაწვდის, რაც ხელს შეუწყობს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროგენერატორების მუშაობას და ელექტროენერგიის მიწოდებას ქვეყნისთვის.

ამასთანავე, ავსტრალია უზრუნველყოფს 21,8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქალების, ბავშვების, მოხუცების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვაზე.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში