უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი კი დაშავდა. პროკურატურამ ინფორმაცია ამის შესახებ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

ყველაზე მეტი ბავშვი კიევის ოლქში დაიღუპა, მათი რიცხვი 58-ს შეადგენს, ხარკოვში — 36, დონეცკში — 29, ჩერნიგოვში — 30, ხოლო მიკოლაევში — 22.

პროკურატურის ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 489 საგანმანათლებლო დაწესებულება დაბომბეს, მათგან 69 მთლიანად განადგურდა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში