უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის მიზნით მორიგ ტერორისტულ დაჯგუფებას აგზავნის. დაზვერვის თქმით, დაქირავებულთა ძირითადი სამიზნეები პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი და პრემიერმინისტრი დენის შმიგალი არიან.

დაზვერვა აცხადებს, რომ პუტინთან დაახლოებულ რუს პროპაგანდისტთან და ვაგნერის დაჯგუფების მფლობელთან, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა ბოევიკურმა ჯგუფმა უკრაინაში ჩასვლა დღეს დაიწყო და მთავარი ამოცანაა უკრაინის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია.

"აღვნიშნავთ, რომ კრემლის გეგმები კარგად არის ცნობილი უკრაინის არმიისთვის, სპეცსამსახურებისა და ძალოვანი სტრუქტურებისთვის. ჩვენ მზად ვართ მოვიგერიოთ აგრესორი. არცერთი ტერორისტული თავდასხმა არ იქნება წარმატებული", — აცხადებს უკრაინის დაზვერვა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში