ჩინეთში China Eastern Airlines-ის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა მედია, მათ შორის, Reuters და CNN ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბორტზე 123 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ქალაქ კუნმინიდან გუანჯოუში მიფრინავდა. ამ დრომდე, მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ავიაციის უსაფრთხოების ქსელმა გადატვიტა ვიდეო, რომელშიც, სავარაუდოდ, ამავე თვითმფრინავის ნამსხვერევები ჩანს.

შემთხვევის ამსახველ კადრებს საერთაშორისო მედია ჩინეთის ადგილობრივ მედიებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ავიაციის უსაფრთხოების ქსელის თანახმად, ჩინეთში ბოლო ავიაკატასტროფა 2010 წელს მოხდა. მიზეზი დაბალი ხილვადობა იყო. ბორტზე მყოფი 96 ადამიანიდან 44 დაიღუპა.