ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი განცხადებით, ქვეყნები რუსეთისთვის სანქციების დაწესებით და უკრაინისთვის დახმარების შეთავაზებით არ უნდა დაიღალონ. ამის შესახებ მან ბრიუსელში ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"გარდაუვალია, რომ უნდა დავიწყოთ საუბარი ენერგეტიკის სექტორზე და ჩვენ ნამდვილად უნდა ვისაუბროთ ნავთობზე, რადგან ეს არის რუსეთის ბიუჯეტის ყველაზე დიდი შემოსავალი [...] ჩვენ არ შეიძლება დავიღალოთ სანქციების დაწესებით, არ შეიძლება დავიღალოთ უკრაინისთვის დახმარების შეთავაზებით", — თქვა მან.

ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს ფიქრი, რუსეთის მხრიდან რა ტიპის შეტევა იქნება "წითელი ხაზი", რათა უფრო მკაცრი სანქციები დააწესონ. მისი განცხადებით, როგორც ჩანს, ქალაქებისა და მოქალაქეების დაბომბვა ზოგიერთი ქვეყნის დასარწმუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა ამისთვის რაღაც აუცილებლად იარსებებს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში