ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფაიზერის ვაქცინის ახალი დოზები ქვეყანაში მომავალ კვირაში შემოვა. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ ფაიზერის რამდენიმე ათას დოზას ვადა თვის ბოლოს გასდის, თუმცა ზუსტ ციფრს ვერ აკონკრეტებს.

"ახალი ვაქცინები გვექნება უკვე მომავალ კვირაში. რაც შეეხება ძველ ნაშთებს, ძველი ნაშთია ნაჩუქარი და თანხებში თუ მეკითხებით, ფინანსურად არაფერი გვიზარალია. სამწუხაროდ, სრულად ვერ ავითვისეთ და რამდენიმე ათასი ვაქცინა დაგვჩა, ზუსტად ეს ციფრები არ შემიძლია დაგისასტუროთ, არ ვიცი", — განაცხადა მან.