Amazon-ის აქციები იყოფა — როდის ვივაჭროთ, ახლა თუ გაყოფის შემდეგ?
Amazon-ის (AMZN) აქციების ღირებულება ბოლო წლებში გაიზარდა და 3 600 დოლარსაც კი გადააჭარბა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც კომპანიამ აქციების 20-ად გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
საკუთარ განცხადებაში Amazon-მა თქვა რომ აქციების გაყოფა მათ ფასიან ქაღალდებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. იმ დღეს, როდესაც აქციები გაიყოფა — განაწილდება ერთი აქციის ღირებულებაც და ის 20-ჯერ გაიაფდება. ინვესტორი, რომელიც ახლა კომპანიის 1 აქციას ფლობს, გაყოფის შემდეგ დამატებით 19 აქციას მიიღებს.
ინვესტორები, რომლებიც ამ კომპანიის ფასიან ქაღალდებს აკვირდებიან, ინტერესდებიან რომელი გადაწყვეტილება იქნებოდა უკეთესი — იყიდო Amazon-ის აქციები გაყოფამდე, თუ გაყოფის შემდეგ. სტატიის მომდევნო ნაწილში სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ.
რჩევა 1: იყიდე გაყოფამდე — ახლა აქციების ფასი მზარდია
კომპანიის აქციების ღირებულება პანდემიის დასაწყისშივე გაიზარდა. ეს გასაკვირი არც არის, რადგან როგორც ცნობილია, პანდემიამ ონლაინ ვაჭრობის სექტორი მნიშვნელოვნად გაზარდა. 2020 წელს, კომპანიის აქციების ღირებულება 76%-ით გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 3 000 დოლარს. ანალიტიკოსების შეფასებით, 2021 წელს ეს ზრდის ტენდენცია შენელდა, თუმცა კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა.
პოსტ პანდემიურ პერიოდში ზრდის შენელებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი გლობალურ ეკონომიკაში შექმნილი ზოგადი გარემოა, რაც სამუშაო ძალის დეფიციტში, გაზრდილ ფასებსა და ინფლაციაში გამოიხატა. ამასთან, ზრდის ტემპი ყოველთვის უფრო მეტად მაღალია მცირე ღირებულების და ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე აქციებში, ვიდრე იმ ფასიან ქაღალდებში, რომელთა ღირებულებაც ათასებს აჭარბებს.
მას შემდეგ, რაც კომპანიამ აქციების გაყოფის შესახებ განაცხადა, მისი ფასიანი ქაღალდების ღირებულება გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ინვესტორებმა, რომლებმაც ახლა ამ კომპანიის აქციები იყიდეს, დიდი ალბათობით, სამომავლოდ მოგებას ნახავენ.
რჩევა 2: იყიდე გაყოფამდე — აქციების ფასი გონივრულია
მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, Amazon არ ჩერდება და მუდმივ განვითარებას განაგრძობს. კომპანია დიდ ინვესტიციას დებს სამომავლო განვითარებისთვის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგის მომტანი უნდა იყოს.
კომპანია, რომელიც განვითარებაზე ზრუნავს, ინვესტორების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევა. სწორედ ამიტომ, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ახლა Amazon-ის აქციების შეძენას ურჩევენ.
რჩევა 3: იყიდე გაყოფის შემდეგ — უფრო მარტივი იქნება მცირე ინვესტიციის განხორციელება
თუ Amazon-ის ფასიანი ქაღალდების შეძენა ახლავე გსურს, ერთი აქციისთვის დაახლოებით 3 225 დოლარი უნდა გადაიხადო. აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია ერთი აქციის წილის შეძენაც, თუმცა ზოგიერთ ინვესტორს ურჩევნია, მინიმუმ ერთი სრული აქცია შეიძინოს.
როდესაც კომპანიის აქციები გაიყოფა, თითოეული ფასიანი ქაღალდის ღირებულება დაახლოებით 150 დოლარი იქნება. ეს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც კომპანიის აქციებს ფლობენ, ღირებულების მხრივ არაფერს შეცვლის. ამის მიუხედავად, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ აქციების გაყოფით ახალ ინვესტორებს დააინტერესებენ.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვათინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით თინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაიოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული იოზვიაკი: ევროკავშირში საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული
-
გადახედვა"ვცდილობთ, აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" — გომელაური "ვცდილობთ, აქციაზე მყოფ ბავშვებს გავუფრთხილდეთ, არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც კანონით შეგვიძლია" — გომელაური
-
-
გადახედვასაბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ საბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა ონიანი: მიუვარდნენ ჩემს 14 წლის ბავშვს, ვიღაცამ უბრაგუნა ფანჯრებზე, კარებზე, შეურაცხყოფები აყენა, იგინა და გაიქცა
-
გადახედვათავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
კომენტარები