გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, NATO არ გახდება ომის თანამონაწილე. მისიი თქმით, ყოველდღე იღებს წერილებს მოქალაქეებისგან, რომლებიც ეკითხებიან, მოვა თუ არა ომი მათთან. ამის შესახებ შოლცმა ტვიტერზე დაწერა.

"ყოველდღე ვიღებ წერილებს დაინტერესებული მოქალაქეებისგან, რომლებიც მეკითხებიან: მოვა ომი აქ, ჩვენთან? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: 80 წლის განმავლობაში ჩვენ შევინარჩუნეთ და ასეც უნდა დარჩეს! ნატო არ გახდება უკრაინის ომის მონაწილე მხარე", — წერს ის.

ის მიმართავს ზელენსკის და ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია, მათი დახმარების იმედი ჰქონდეს. მისი თქმით, დააწესეს სანქციები, რომელიც მუშაობს და რომლის შედეგებიც რამდენიმე კვირაში გამოვლინდება.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში