უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს სამიტზე ვიდეოჩართვით სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ უკრაინა არის ნაცრისფერ ზონაში დასავლეთსა და რუსეთს შორის — არ არის ალიანსის წევრი, მაგრამ იცავს დასავლურ ღირებულებებს. ზელენსკი ამბობს, რომ ეს იყო "გმირული თავდაცვისა" და "განადგურების ბნელი თვე".

"ნატომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ახლა ნაცრისფერ ზონაში ვართ. დასავლეთსა და რუსეთს შორის. მაგრამ ჩვენ ნათელი ხალხი ვართ! და უკვე ერთი თვეა თავს ვიცავთ! გმირული წინააღმდეგობის თვე. ბნელი ტანჯვის თვე", — თქვა ზელენსკიმ.

ის ამბობს, რომ უკრაინა უთანასწორო პირობებში იბრძვის და რუსეთი იყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, რისი შედეგებიც აშკარაა.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ასევე თხოვა ყველას, აღარასოდეს თქვან, რომ მათი ჯარი არ აკმაყოფილებს NATO-ს სტანდარტებს.

ზუსტად ერთი თვის წინ, 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. რუსეთმა უკვე დაკარგა ათასობით ჯარისკაცი, მოკლა ასეულობით ბავშვი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, დაანგრია ათეულობით ქალაქი და ათასობით საცხოვრებელი სახლი, თუმცა კვლავ არ აღიარებს, რომ ომს აწარმოებს და მას "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში