დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერესჩუკის განცხადებით, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, რუსი და უკრაინელი სამხედრო ტყვეები გაცვალეს. მისი თქმით, 10 ოკუპანტი ტყვის სანაცვლოდ, 10 უკრაინელი ტყვე გაათავისუფლეს.

ვერესჩუკი წერს იმასაც, რომ რუსეთში 11 რუსი სამოქალაქო ტყვე გააგზავნეს, რომლებიც ოდესასთან გემის ჩაძირვის შემდეგ გადაარჩინეს.

"ამ გაცვლის შედეგად, სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემ საფირონიდან. ისინი ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როცა ცდილობდნენ კუნძულ ზმეინიდან ჩენი სამხედროები გამოეყვანათ. გაცვლის პირობებით, სამაშველო ხომალდი, ასევე, დაბრუნდება უკრაინაში და გაიგზავნება თურქეთის პორტში", — წერს ის.

გუშინ, 24 მარტს ვერეშჩუკმა უკრაინულ მედია, სუსპილნესთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის სახალხო დამცველმა გამოთქვა სურვილი რუსი მეზღვაურების დაბრუნებაზე. ის, ასევე, იმედოვნებდა, რომ უკრაინა კუნძულ ზმეინის ტყვედ ჩავარდნილ მესაზღვრეებს მალე დაიბრუნებდა.

ზუსტად ერთი თვის წინ, 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. რუსეთმა უკვე დაკარგა ათასობით ჯარისკაცი, მოკლა ასეულობით ბავშვი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, დაანგრია ათეულობით ქალაქი და ათასობით საცხოვრებელი სახლი, თუმცა კვლავ არ აღიარებს, რომ ომს აწარმოებს და მას "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში