მარიუპოლის ქალაქის საბჭო ადგილობრივებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მარიუპოლის თეატრის დაბომბვას 300-მდე მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"სამწუხაროდ, ამ დღეს ცუდი ამბებით ვიწყებთ. თვითმხილველებისგან გაჩნდა ინფორმაცია, რომ მარიუპოლის დრამატულ თეატრში რუსული თვითმფრინავის დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. ბოლომდე არ მინდა ამ საშინელების დაჯერება. ბოლომდე მინდა მჯეროდეს, რომ ყველამ მოახერხა გაქცევა. მაგრამ ამ ტერორისტული აქტის დროს შენობის შიგნით მყოფთა სიტყვები საპირისპიროს ამბობს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

საბჭო აღნიშნავს, რომ ოკუპანტებმა დრამატული თეატრი ცინიკურად გაანადგურეს და 21-ე საუკუნის ამ ფაშისტები არ შეაჩერა არც უზარმაზარმა წარწერა "ბავშვები", არც ხალხის განცხადებებმა, რომ იქ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

"ამ არაადამიანურ სისასტიკეს ახსნა ვერასდროს ექნება. როგორც არასდროს იქნება პატიება მათთვის, ვინც ჩვენს სახლს განადგურება, ტკივილი და ტანჯვა მოუტანა.

ჩვენ შეგვიძლია შენობების აღდგენა, მაგრამ ვერასდროს დავიბრუნებთ მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებსა და ახლობლებს. ნათელი ხსოვნა ამ არანორმალური ომის ყველა უდანაშაულო მსვერპლს, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესორი სახელმწიფო, ტერიტორისი სახელმწიფო რუსეთი აწარმოებს", — წერს საბჭო.

არსებული ინფორმაციით, მარიუპოლის თეატრს ათასამდე ადამიანი აფარებდა თავს. მათ შორის, უმეტესობა ქალები და ბავშვები. თეატრის ორივე მხარეს დიდი ასოებით რუსულად ეწერა "ბავშვები", თუმცა რუსმა ოკუპანტებმა შენობა მაინც დაბომბეს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში