განათლების სამინისტროს განცხადებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით უკვე მუშაობს.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების კარი უკვე გახსნილია და მათ ჩარიცხვა აქტიურად მიმდინარეობს.

სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 190 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში