საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის განსაკუთრებულ ჰუმანიტარულ ოპერაციას განიხილავს.

"დღეს გვქონდა განხილვა მარიუპოლის მერთან და უკრაინის ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან, მოველაპარაკებით რუსულ მხარესაც", — თქვა მან.

მოლაპარაკებების დროს მაკრონი პუტინს მოსთხოვს მარიუპოლს ალყა მოხსნას, რათა მოქალაქეებმა, რომელთაც წასვლა სურთ, ტერიტორია დატოვონ და ვისაც დარჩენა სურს, დარჩეს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში