რუსეთი ამტკიცებს, რომ "სამხედრო ოპერაციის" პირველი ეტაპი ძირითადად დასრულებულია და ახლა ფოკუსირდება სეპარატისტული აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის სრულად "განთავისუფლებაზე". რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი რუდსკოიმ თქვა, რომ "პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია".

"უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები არსებითად შემცირდა, რაც საშუალებას გვაძლევს კონვცენტრირდეთ ჩვენი მთავარი მიზნის მისაღწევად: დონბასის გათავისუფლებაზე", — ცეიტირებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს BBC.

როგორც Reuters წერს, ეს განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უფრო შეზღუდულ მიზნებზე გადადის, რაც ერთი თვის განმავლობაში უკრაინის ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა.

BBC-ს ცნობით, მოსკოვი ამბობს, რომ ლუგანსკის 93% და დონეცკის 54% მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლის ქვეშაა. ომის დაწყებამდე მთელი ტერიტორიის მესამედზე მეტი იყო სეპარატისტთა კონტროლქვეშ.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მძიმე ცეცხლსასროლი ძალის გამოყენებას ქალაქებში.

"რუსული ძალები თავს არიდებენ ურბანული ქვეითთა ფართომასშტაბიან ოპერაციებში მონაწილეობას, უფრო მეტად ურჩევნიათ დაეყრდნონ საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის განურჩეველ გამოყენებას", — წერს სამინისტრო.

მათივე ცნობით, რუსეთი აგრძელებს ალყას უკრაინის რამდენიმე მსხვილ ქალაქს, მათ შორისაა ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში