უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი თქმით, კომუნიკაცია აქვთ გარდაცვლილის ოჯახთან.

"უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კომუნიკაცია აქვს გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები", — ამბობს საგარეო.

უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.18 მარტს უკრაინაში 2 ქართველი ჯარისკაცი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპნენ, ისინი საქართველოში 24 მარტს გადმოასვენეს. დაღუპულია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა.