აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ყასაბი უწოდა. ამის შესახებ მან კომენტარი პოლონეთში გააკეთა, სადაც უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა. მედიის წარმომადგენელმა მას ჰკითხა, როცა პუტინთან ყოველდღიური შეხება აქვს, რას ფიქრობდა მას შემდეგ, რაც ლტოლვილებს შეხვდა.

"თითოეულმა ბავშვმა რაღაც მსგავსი მითხრა, "ილოცე მამაჩემისთვის ან ბაბუაჩემისთვის ან ჩემი ძმისთვის, რომელიც იქ იბრძვის". მე მახსოვს, როგორია, როცა ვინმე ომის ზონაში გყავს. ყოველ დილით იღვიძებ და ფიქრობ, უბრალოდ ფიქრობ და ლოცულობ, რომ იმ სატელეფონო ზარს არ მიიღებ", — თქვა მან.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში