აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ NATO-ს ტერიტორიის ერთი სანტიმეტრით გადაკვეთაზეც კი არ იფიქროს. ამის შესახებ მან ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ომი პუტინისთვის უკვე არის სტრატეგიული მარცხი.

"არც კი იფიქრო NATO-ს ტერიტორიის ერთი სანტიმეტრით გადასვლაზე [...] ამერიკული ძალები ევროპაში არ იმყოფებიან, რომ რუსეთთან კონფლიქტში ჩაებან. ამერიკული ძალები აქ NATO-ს მოკავშირეები დასაცავად არიან", — თქვა ბაიდენმა.

მან მიმართა უკრაინელებსაც და შეახსენა, რომ აშშ უკრაინის გევრდით დგას. მისივე თქმით, მსოფლიო უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი სწრაფად არ დასრულდება.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში