"ღვთის გულისთვის, ეს კაცი ვერ დარჩება ხელისუფლებაში", — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას. მან გაიმეორა, რომ ეს ომი რუსეთისთვის უკვე სტრატეგიული მარცხია.

ბაიდენმა მიმართა უკრაინელებსაც და შეახსენა, რომ აშშ უკრაინის გევრდით დგას. მისივე თქმით, მსოფლიო უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი სწრაფად არ დასრულდება.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში